შალვა კერესელიძე პატრიარქზე - ითქვა, რომ თურქეთიდან საღამოს ჩამოფრინდება რეანიმატოლოგი - მასთან კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები და მისი რჩევები, რეკომენდაციებიც, ალბათ გათვალისწინებული იქნება

ითქვა, რომ თურქეთის სახელმწიფოდან საღამოს ჩამოფრინდება რეანიმატოლოგი - მასთან კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები და მისი რჩევები, რეკომენდაციებიც, ალბათ გათვალისწინებული იქნება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ კავკასიის მედიცინის ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კერესელიძე განმარტავს, „ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქი რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას“.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თითოეული ქართველისთვის ძალიან ემოციური დღეა. ყველა ძალიან დიდ განცდებში ვართ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პატრიარქი უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას. წეღან ექიმმაც, ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთეს განცხადება. სასულიერო სფეროს წარმომადგენლებს, საზოგადოებას მოახსენეს, რა მდგომარეობაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქი რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ ფორმას.

ისიც აღინიშნა, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთული, მძიმე და ყურადსაღებია. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ და გვქონდეს ძალიან დიდი იმედი, რომ მისი უწმინდესობა, ჩვენი სულიერი მამა და მწყემსი, ქართველი ერისა და ამ ქვეყნის ძალიან დიდი იმედი მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება თავის ჩვეულ ფორმას.

ასევე, ითქვა ისიც, რომ თურქეთის სახელმწიფოდან საღამოს ჩამოფრინდება რეანიმატოლოგი. ეს თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. მასთან კიდევ იქნება დამატებითი კონსულტაციები და მისი რჩევები, რეკომენდაციებიც, ალბათ გათვალისწინებული იქნება. ეს არის, რაც მოვისმინე, რაც გვითხრეს და რაც ოფიციალურად გაგვაცნეს“,- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა