გრიგოლ გეგელია - პაპუაშვილს აქვს დავალება, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს ევროპული კავშირის და საქართველოს ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ გასალაშქრებლად - ის არის ერთ-ერთი მოწინავე მედროშე ამ რუსულ მისიაში

შალვა პაპუაშვილს აქვს ოფიციალურად დავალება, მისია ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს ევროპული კავშირის და საქართველოს ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ გასალაშქრებლად , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაპუაშვილი არის ერთ-ერთი „მოწინავე მედროშე რუსულ მისიაში“, რასაც ევროპული იდეის დასუსტება საქართველოში და საქართველოს იზოლირებულ ჭაობში მოქცევა ჰქვია.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ის, რაც ძალიან კარგად არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის და სრულიად ცივილიზებული მსოფლიოსთვის, კერძოდ, შალვა პაპუაშვილს აქვს ოფიციალურად დავალება, მისია ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს ევროპული კავშირის და საქართველოს ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ზარალი მიადგეს ევროპულ იდეას, ანუ იმ იდეას, რომელიც რეალურად განასახიერებს მშვიდობას, კეთილდღეობას და სტაბილურობას და რომელიც შესაბამისად, ყველა ამ მიზეზით არის ქართველი ხალხის არჩევანი. პაპუაშვილი არის ერთ-ერთი მოწინავე მედროშე ამ რუსულ მისიაში, რასაც ჰქვია ევროპული იდეის დასუსტება საქართველოში და საქართველოს მოქცევა იზოლირებულ ჭაობში, რომელშიც ის და მისნაირები კორუმპირებულ ძოვას შეძლებენ ეროვნული ბიუჯეტის და სამაგიეროდ ქართველი ხალხი იქნება შიმშილის და უპერსპექტივობის მდგომარეობაში“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა. როგორც მან განაცხადა, უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია და ანტიქართული რიტორიკა. მისივე თქმით, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც სიმართლის ნაცვლად პოლიტიკური ნარატივები დომინირებს. ამასთან, როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს