კავკასიის მედიცინის ცენტრში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრები მივიდნენ

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრები ლანა გალდავა და გიორგი სიორიძე მივიდნენ.

როგორც ლანა გალდავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „მთავარია შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი“.

„ჩვენ ვლოცულობთ - ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უნდა ვუსურვოთ ჩვენს პატრიარქს. ცხადია, ის არის ხანდაზმულ ასაკში, არის თანმხლები დაავადებებიც, არის კრიტიკული მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ ჩვენი პატრიარქი ძალიან მალე გამოჯანმრთელდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას და ჩვენც ვართ მუდმივ ლოცვაში მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს