დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა.

„სააგენტოს ინსპექტორებმა პათოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ცოფი დადასტურდა. ინფორმაცია ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ მაშინვე ეცნობა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს.

დაინფიცირებულ პუნქტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (დაინფიცირებული პუნქტიდან 3კმ-ის რადიუსში) გამოცხადდა კარანტინი. სააგენტომ ჩაატარა კარანტინით გათვალისწინებული ღონისძიებები - დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ ცხოველებზე ზედამხედველობა, ცხოველის გადაადგილებაზე კონტროლი და სხვა. ამ ეტაპისათვის მუნიციპალიტეტში აცრილია დაავადების ამთვისებელი 4500 სული ცხოველი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად ცოფის შემთხვევები 2025 წელს, 2012 წელთან შედარებით, 93%-ით არის შემცირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა