მეუფე შიო პატრიარქზე - როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა - თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს

როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა. ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე შიო მუჯირმა აღნიშნა, ღამის საათებში თურქეთიდან რეანიმატოლოგი ჩამოვა, რომელიც პატრიარქის მდგომარეობას შეაფასებს.

“ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. თურქეთიდან ღამის 01:00 საათისთვის ველოდებით რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული. ელოდებიან, როგორი იქნება პატრიარქის მდგომარეობის დინამიკა იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მოქმედება. მთავარია, ყველამ ვილოცოთ, მთელმა საქართველომ, მისი ჯანმრთელობისთვის.

ჯერჯერობით, მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა”, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში