რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დაცვას კერძო დაცვითი ორგანიზაციები ვეღარ განახორციელებს

რკინიგზის, რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის დაცვას კერძო დაცვითი ორგანიზაციები ვეღარ განახორციელებს. რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დაცვა, რკინიგზასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა იქნება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები “სარკინიგზო კოდექსში“ შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით - 86 ხმით, ერთხმად მიიღო.

ამასთან, ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით, რკინიგზასა და კერძო დაცვის ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებები მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ძალაში დარჩება.

გარდა ამისა, მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე იმ ობიექტების ნუსხას, რომელთა დაცვას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს