კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მიხეილ ყაველაშვილი მეორედ მივიდა.
ყაველაშვილს თან ახლავს მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.
მათ კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კლინიკაში დილიდან იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და სასულიერო პირები.
მანამდე, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; მინისტრები და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გაეცნენ. ასევე, თბილისის მერი კახა კალაძე და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წევრები გაეცნენ.
პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, დილიდან კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ასევე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები.