მიხეილ სარჯველაძე - რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი თბილისში იქნება - ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები

რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული.

მინისტრის თქმით, კლინიკასთან მიღწეულია შეთანხმება და ექიმი დაშვებული იქნება სამუშაოდ.

„ვგეგმავდით, ვაკვირდებოდით პროცესს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო საჭიროება, ან რა შეიძლება გვეცადა, ან ახალ მედიკამენტზე გვეფიქრა, ან ისეთ საშუალებაზე, რომელიც ამ დრომდე შეიძლება არ ყოფილიყო გამოყენებული.

ჩვენ ამაზე დილიდან ვიმუშავეთ, დილიდანვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეძენილია ბილეთებიც და სულ რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური ექიმი, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში. კლინიკასთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ის დაშვებული იქნება სამუშაოდ. ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით იმისთვის, რომ მივიღოთ კვალიფიციური რჩევები თურქი ექიმისგან.

პირადად მოლოდინი მაქვს, რომ დასკვნები დაემთხვევა იმას, რა მეთოდოლოგიითაც მიმდინარეობს მკურნალობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები, რომ იქნება იყოს რჩევა რაიმე უკეთესზე. ასეთია ჩვენი დამოკიდებულება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში