მთავრობის წარმომადგენლები კავკასიის მედიცინის ცენტრში იკრიბებიან, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი იმყოფება.
ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
კლინიკაში იმყოფებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და სხვა სასულიერო პირები.