ჯანდაცვის მინისტრი - სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო - მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე

მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც, მე არ მახსენდება ჩემს სიცოცხლეში - სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო - მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე დაიწყო პატრიარქის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა გაუარესება.

„ეს ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჰემორაგიული არასტაბილურობა, რაზეც დასაწყისიდანვე ვსაუბრობდით. დიდ სურვილის და იმედის გათვალისწინებით მოხდა ის, რაც არავის გვინდოდა და სამწუხაროდ, პროცესები ისე განვითარდა, რომ ძალიან სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც საბოლოოდ ეს დიდი ტრაგედია გამოიწვია“, - განახადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, პატრიარქის გარდაცვალება ქვეყნისთვის უმძიმესი ტრაგედია და დანაკარგია.

„თავიდან ყველაფერი კუჭის წყლულით დაიწყო, რომელიც სისხლდენასთან იყო დაკავშირებული. როდესაც ჩატარდა შესაბამისი მანიპულაციები, ამის შემდეგ ამას მოჰყვა პოლიორგანიზული უკმარისობა, რაც გამოიხატება ფილტვების, გულის, თირკმელების უკმარისობაში. ეს არის მდგომარეობა, რომელიც, მაგალითად, წნევის შენარჩუნება უჭირდა ორგანიზმს. მე ის იმ წუთას საჯაროდ არ მითქვამს, მაგრამ კონსილიუმის თითოეულმა წევრმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ ნებისმიერ დროს იყო, სამწუხაროდ, მოსალოდნელი. არ მინდა უშუალოდ დეტალებზე ვისაუბროთ. მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც, მე არ მახსენდება ჩემს სიცოცხლეში. ეს არის უმძიმესი ტრაგედია, დანაკარგი. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ