პეტერ ფიშერი - გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,  როგორც სულიერი მამა, ის წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

“გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, ის წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში.

გავიგე, რომ ის კარგად იცნობდა გერმანიას.

მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ”,-წერს ფიშერი.