მამუკა ხაზარაძე - არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ისტორიის ნაწილი არ ხდებიან, ისინი ეპოქას განსაზღვრავენ - სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჩვენი უწმინდესი

არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ისტორიის ნაწილი არ ხდებიან — ისინი ეპოქას განსაზღვრავენ. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჩვენი უწმინდესი. იგი მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო სულიერი სიმშვიდის, სიბრძნისა და ერთობის სიმბოლო ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, პატრიარქის ცხოვრება და მსახურება მაგალითია შინაგანი სიმტკიცის, მოთმინების, რწმენისა და ადამიანებისადმი გულწრფელი სიყვარულის.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს, კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის — ილია მეორის გარდაცვალების გამო. ნათელში იყოს მისი სული ზეციურ საქართველოში. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო უწმინდესის მიმართ მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთისთვის და იმ სითბოსთვის, რასაც ჩემი შვილების, ჩემი ოჯახის მიმართ იჩენდა. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ისტორიის ნაწილი არ ხდებიან — ისინი ეპოქას განსაზღვრავენ. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჩვენი უწმინდესი. იგი მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო სულიერი სიმშვიდის, სიბრძნისა და ერთობის სიმბოლო ქართველი ხალხისთვის. მისი ცხოვრება და მსახურება მაგალითია შინაგანი სიმტკიცის, მოთმინების, რწმენისა და ადამიანებისადმი გულწრფელი სიყვარულის. ყველაზე რთულ დროსაც კი, ის რჩებოდა იმედისა და სულიერი საყრდენის წყაროდ ჩვენი საზოგადოებისათვის. საქართველოს უახლეს ისტორიაში მისი ადგილი განსაკუთრებულია — როგორც სულიერი ლიდერისა და როგორც ადამიანის, რომელმაც თავისი მშვიდი სიტყვითა და პირადი მაგალითით არაერთხელ გაამხნევა და გააერთიანა საზოგადოება. ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს”,-წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ