„ძლიერი საქართველო-ლელო“ - ილია მეორე იყო ეპოქალური სულიერი ლიდერი -  ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მის მრევლს პატრიარქის გარდაცვალებას

პოლიტიკური პარტია "ძლიერი საქართველო-ლელო" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ძლიერი საქართველო-ლელო” უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მის მრევლს პატრიარქის გარდაცვალებას.

ილია მეორე იყო ეპოქალური სულიერი ლიდერი, რომლის მსახურება მრავალი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებულად უკავშირდებოდა საქართველოს უახლეს ისტორიას. ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდებში მისი სიტყვა და პირადი მაგალითი ქვეყნისთვის და მრავალი ადამიანისათვის იყო სიმშვიდის, იმედისა და სულიერი ერთობის წყარო.

საქართველოს საზოგადოება დღეს ემშვიდობება ადამიანს, რომლის სახელი და ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის სულიერ და ისტორიულ მეხსიერებაში.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და თითოეულ მოქალაქეს ამ მძიმე ტკივილს...”, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება