სახალხო დამცველის აპარატი - ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო - მისი, როგორც ძლიერი პატრიარქის მოღვაწეობას, ისტორია განსაკუთრებულ ადგილს დაუმკვიდრებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველი უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, ასევე სრულიად ქრისტიანულ საზოგადოებას.

ილია მეორემ თავისი ძალისხმევით, დაუღალავი შრომითა და მტკიცე რწმენით შეძლო ეკლესიის როლისა და მნიშვნელობის გაძლიერება, არაერთი გამოწვევის წინაშე მყოფი ქვეყნის მრევლისთვის სულიერი ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცება.

მისი, როგორც ძლიერი პატრიარქის მოღვაწეობას, ისტორია განსაკუთრებულ ადგილს დაუმკვიდრებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს