საპატრიარქოსთან მრევლია შეკრებილი. აქ იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც საპატრიარქო ცოტა ხნის წინ დატოვეს. კერძოდ, საპატრიარქოდან გამოვიდნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ასევე დეპუტატები.
საპატრიარქოს შენობაში გამართული სავარაუდოდ, საორგანიზაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოშია დასვენებული, პატრიარქს მოგვიანებით სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ გააკეთა.