თინა ბოკუჩავა - კლინიკაში პატრიარქისთვის ერი და ბერი ერთად ლოცულობდა, არავინ არავის განიკითხავდა, ასე ერთად ვგლოვობთ ახლაც - მჯერა, მისი გულის წადილი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხი სიცოცხლემ და არა მხოლოდ სიკვდილმა გაგვაერთიანოს

ძალიან მძიმე დღეა ყველა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის - დღეს კლინიკაში პატრიარქისთვის ერი და ბერი ერთად ლოცულობდა. არავინ არავის განიკითხავდა. ასე ერთად ვგლოვობთ ახლაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.

როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, მას სჯერა, რომ პატრიარქის გულის წადილი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხი სიცოცხლემ და არა მხოლოდ სიკვდილმა გაგვაერთიანოს.

„ძალიან მძიმე დღეა ყველა ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.

დღეს კლინიკაში პატრიარქისთვის ერი და ბერი ერთად ლოცულობდა. არავინ არავის განიკითხავდა. ასე ერთად ვგლოვობთ ახლაც.

ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაამწუხრა პატრიარქის გარდაცვალებამ.

მჯერა, მისი გულის წადილი იქნებოდა, რომ ქართველი ხალხი სიცოცხლემ და არა მხოლოდ სიკვდილმა გაგვაერთიანოს“, - წერს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!