კუბის პრეზიდენტი - ნებისმიერი გარე აგრესორი მტკიცე წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდება

ნებისმიერი გარე აგრესორი მტკიცე წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდება, - ამის შესახებ კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა.

„აშშ კუბას ყოველდღიურად ემუქრება, რომ ძალის გამოყენებით კონსტიტუციურ წესრიგს დაამხობს. ამის წინაპირობად კი დასუსტებულ ეკონომიკურ მდგომარეობას იყენებს, რომელსაც თავს ესხმის და ბოლო ექვსი ათწლეულია იზოლაციაში აქცევს“, - წერს მიგელ დიას-კანელი X-ზე.

მისი თქმით, აშშ კუბაზე კონტროლის დამყარების მიზნით გეგმის გამოცხადებას გეგმავს.

„ისინი ჩვენი ეკონომიკის ბოლომდე დასუსტებას ცდილობენ, რათა დანებება გვაიძულონ. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას მათი სასტიკი ეკონომიკური ომი, რომელსაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ კოლექტიურ სასჯელად იყენებენ“, - აცხადებს კუბის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბასთან დაკავშირებით მალე იმოქმედებს.

„კუბა ამ მომენტში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მარკოს [რუბიო] ელაპარაკებიან და ძალიან მალე რაღაცას ვიზამთ კუბასთან მიმართებაში. ძალიან ფოკუსირებულები ვართ ამაზე, ვმუშაობთ კუბაზე“, - აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, გამოცემა New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიგელ დიას-კანელის კუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სურს. გამოცემის წყაროების ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კუბის დელეგაციას ბოლოს გამართული მოლაპარაკებებისას განუცხადეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!