საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დანიშნული სხდომები გადადო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დანიშნული სხდომები გადადო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, მიმდინარე წლის 18 და 19 მარტს დანიშნული სხდომები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებისა და საყოველთაო გლოვის გამო გადადო. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.