რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო - ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უსამძიმრებს საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განუზომელია პატრიარქის წვლილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უსამძიმრებს საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. საქართველოს პატრიარქი არამხოლოდ მართლმადიდებელ ქართველთა სულიერი მამა, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეზე მლოცველი იყო, ამიტომაც სარგებლობდა უპირატესი ავტორიტეტითა და სიყვარულით. საქართველოს პატრიარქი განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა ქრისტიანულ სამყაროში. მას მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა, განუზომელია პატრიარქის წვლილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, პატრიარქი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის აქტიური მონაწილე და ხშირად, შემოქმედიც იყო. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დიდი პატრიარქის ეპოქა დასრულდა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს