„საქსტატის“ ცნობით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.2%-ით გაიზარდა და 2 466.2 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.2 პროცენტით (248.7 ლარით) გაიზარდა და 2 466.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 373.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.1 პროცენტით); მშენებლობა - 3 938.9 ლარი (გაიზარდა 17.2 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 747.7 ლარი (გაიზარდა 11.1 პროცენტით); სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 386.5 ლარი (გაიზარდა 31.8 პროცენტით).

„2025 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 978.9 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 173.9 ლარი (9.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 325.1 ლარი (12.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2025 წლის IV კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 241.3 ლარით (10.2%) და 2 608.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 433.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.7 პროცენტით) და მშენებლობის (3 943.4 ლარი, გაიზარდა 17.2 პროცენტით) სფეროებში. 2025 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 254.8 ლარით (13.0%) გაიზარდა და 2 210.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ