დეკანოზი ანდრია - არის ცნობა პატრიარქის სურვილის შესახებ, რომ სიონში დაკრძალულიყო, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს, ასევე, დადგინდება დაკრძალვის თარიღიც

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არის ცნობა იმის შესახებ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სურვილი იყო, რომ სიონის ტაძარში დაკრძალულიყო, თუმცა ეს საკითხი სინოდმა უნდა დაადგინოს, ასევე, დადგინდება დაკრძალვის თარიღიც.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მრევლს, დიდი დანაკლისია და ძალიან დიდია მწუხარება.

დღეს სინოდი 14:00 საათზე შეიკრიბება, ეს არის საეკლესიო წესი. სინოდი იმსჯელებს დაკრძალვის დეტალებზე. დასრულების შემდეგ მოხდება გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში.

რაც შეეხება პატრიარქის სურვილს, რომ სიონში დაკრძალულიყო, ამის შესახებ არის ცნობა, თუმცა სინოდმა უნდა დაადგინოს. ასევე, დადგინება თარიღიც",- განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს