ირაკლი კირცხალია - ვუსამძიმრებ თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება

რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდესის ღვაწლს ყველაფერზე უკეთესად შეაფასებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, ძალიან მძიმე დღეებია საქართველოსთვის.

„მთელმა ქვეყანამ განუყოფლად, ერთიანად, თითოეულმა ჩვენგანმა დავკარგეთ სულიერი მამა, რომლის ლოცვის ძალა და მადლი ფარავდა სრულიად საქართველოს, ამიერიდან სამუდამო სასუფევლიდან დაიცავს საკუთარ სამშობლოს.

რამდენიც უნდა ვისაუბროთ კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეზე, ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი უსაზღვრო სიყვარულზე, ვერ ამოვწურავთ, ვერ ვიტყვით ისე, როგორც ჩვენი პატრიარქი იმსახურებდა, დრო და წლები კი უწმინდესის ღვაწლს ყველაფერზე უკეთესად შეაფასებენ.

გაგვიმართლა, რომ მისი პატრიარქობის პერიოდში ვცხოვრობთ და ვწუხვარ, რომ არ გვქონდა მეტი დრო მისი სიყვარულისთვის.

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ერს და ბერს, თითოეულ ადამიანს, რადგან პატრიარქის გონიერი სიტყვა და ზრუნვა ყველას განურჩევლად დაგვაკლდება”, - წერს ირაკლი კირცხალია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!