ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას, ახლო აღმოსავლეთის ომის გამო, რაკეტების დეფიციტი ემუქრება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, რუსეთთან საბრძოლველად რაკეტების დეფიციტი ემუქრება.

BBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის, ისრაელსა და ირანს შორის ხანგრძლივი ომი სურს, რადგან ეს კიევს დაასუსტებს და აშშ-ის რესურსების სხვაგან გადამისამართებას გამოიწვევს. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია ვლადიმერ პუტინისთვის ხელსაყრელია, რადგან იწვევს ენერგორესურსების ფასების ზრდას, რაც უკრაინისთვის პრობლემას წარმოადგენს და ასევე, შესაძლოა, რაკეტების დეფიციტიც გამოიწვიოს.

„პუტინისთვის ირანში ხანგრძლივი ომი პლიუსია. ენერგორესურსების ფასებთან ერთად, ეს ნიშნავს აშშ-ის რეზერვების და საჰაერო თავდაცვის მწარმოებლების შემცირებას. ამიტომ ჩვენ [უკრაინას] რესურსების მარაგი გვეწურება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იქნება Patriot-ის რაკეტების დეფიციტი, რაც გამოწვევას შექმნის და ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, „როდის ამოიწურება ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა მარაგი“.

„ამერიკა თვეში 60-65 რაკეტას აწარმოებს. წარმოიდგინეთ, თვეში 65 რაკეტა წელიწადში დაახლოებით 700-800 რაკეტაა, რომელიც ყოველწლიურად იწარმოება. ახლო აღმოსავლეთის ომის პირველ დღეს კი 803 რაკეტა გამოიყენეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიციაზე და განაცხადა, რომ მას სურს იყოს მომლაპარაკებელი და არა ის, რომ რომელიმე მხარე დაიჭიროს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ტრამპს სურს ამ ომის დასრულება, მაგრამ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მრჩევლებმა აირჩიეს პუტინთან მჭიდრო დიალოგის სტრატეგია და ცდილობენ, „არ გააღიზიანონ ის, რადგან ევროპამ გააღიზიანა და პუტინს ევროპასთან საუბარი არ სურს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!