გიორგი ვაშაძე - უწმინდესის როლი სცილდება რელიგიურ ფარგლებს - ვუერთდები საერთო ტკივილს და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს

უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ისტორიისა და რწმენის ნაწილად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც მან განმარტა, უწმინდესის როლი სცილდება რელიგიურ ფარგლებს, მან შეძლო ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტოკეფალიის აღდგენა, რითაც წერტილი დაუსვა 1811 წლიდან დაწყებულ რუსიფიკაციას.

„დღეს საქართველოსთვის გლოვის დღეა! უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ისტორიისა და რწმენის ნაწილად. უწმინდესის როლი სცილდება რელიგიურ ფარგლებს, მან შეძლო ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტოკეფალიის აღდგენა, რითაც წერტილი დაუსვა 1811 წლიდან დაწყებულ რუსიფიკაციას. ამით დაგვიმტკიცა, რომ დამოუკიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი სახელმწიფოს საფუძველია. ვუერთდები საერთო ტკივილს და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!