Touch Platform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მესამე საერთაშორისო ციფრული დიზაინის ფესტივალი Touch RGB 3-4 აპრილს გაიმართება.
ფესტივალის მთავარი ნაწილი ჩატარდება 3 აპრილს, Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, ხოლო 4 აპრილს მონაწილეებს ელოდებათ პარალელური ვორქშოფები და ინტერაქციული სესიები D Block-ის სივრცეებში.
Touch RGB-ის მთავარი მიზანია ადგილობრივი და რეგიონის დიზაინ ქომუნითის მხარდაჭერა — პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტების შექმნისა და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით.
ფესტივალს 3 ძირითადი მიმართულება აქვს, რომლის მიხედვითაც მოხდა სპიკერების შერჩევა:
Touch RGB დიზაინის ორდღიანი ზეიმი იქნება, რომელიც მოიცავს ქინოუთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, პორტფოლიო რევიუს, პრაქტიკულ ვორქშოფებს, ნეთვორქინგს, ინსპირაციასა და პროფესიულ დიალოგს.
წელს სპიკერების ლაინაფი განსაკუთრებულად ვარსკვლავურია. ჰედლაინერებს შორის გვაქვს პატივი სცენაზე გვყავდეს
ჯამშიფესტივალიუმასპონძლებს 20-ზემეტსპიკერსდა 30-მდესესიას.
ჯამში ფესტივალი უმასპინძლებს 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს და გაიმართება 30-მდე სესია, რაც მონაწილეებს მრავალფეროვან და ღრმა პროფესიულ გამოცდილებას შესთავაზებს.
🎟 ბილეთები ფესტივალის ბილეთებზე კვირის ბოლომდე მოქმედებს Early Bird ფასები. შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე: https://touch.ge/touchrgb26
მთავარი პარტნიორები: Holy Motors, Smartsoft
პარტნიორები:
GIPA, Dblock, შვედეთის საელჩო, შატო მუხრანი, Better Group
მედია პარტნიორები: BMG, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Next.on.ge, Marketer.ge, Palitra Media
(R)