Touch Platform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მესამე საერთაშორისო ციფრული დიზაინის ფესტივალი გაიმართება

Touch Platform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მესამე საერთაშორისო ციფრული დიზაინის ფესტივალი Touch RGB 3-4 აპრილს გაიმართება.

ფესტივალის მთავარი ნაწილი ჩატარდება 3 აპრილს, Expo Georgia- მე-11 პავილიონში, ხოლო 4 აპრილს მონაწილეებს ელოდებათ პარალელური ვორქშოფები და ინტერაქციული სესიები D Block-ის სივრცეებში.

Touch RGB-ის მთავარი მიზანია ადგილობრივი და რეგიონის დიზაინ ქომუნითის მხარდაჭერა — პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტების შექმნისა და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით.

ფესტივალს 3 ძირითადი მიმართულება აქვს, რომლის მიხედვითაც მოხდა სპიკერების შერჩევა:

  • UI/UX დიზაინი
  • გენერირებული დიზაინი (კრეატივი, AI, ახალი მედიები)
  • Motion Design, 3D, AR / VR / XR

Touch RGB დიზაინის ორდღიანი ზეიმი იქნება, რომელიც მოიცავს ქინოუთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, პორტფოლიო რევიუს, პრაქტიკულ ვორქშოფებს, ნეთვორქინგს, ინსპირაციასა და პროფესიულ დიალოგს.

წელს სპიკერების ლაინაფი განსაკუთრებულად ვარსკვლავურია. ჰედლაინერებს შორის გვაქვს პატივი სცენაზე გვყავდეს

  • მშოფლიოს წამყვანი დიზაინ სააგენტო - Pentagram-ის პარტნიორი და დიზაინ დირექტორი, მარინა ვილერი ლონდონიდან
  • შვედური დიზაინ სააგენტო SNASK-ის დამფუძნებლები
  • Figma-ს პროდუქტის დიზაინერი ტობიას ალინი, შვედეთიდან
  • DEPT-ის დიზაინ დირექტორი მარტენ კუპიერსი ამსტერდამიდან
  • 3D არტისტი ვინსენტ შვენკი გერმანიიდან
  • სტუარტ ვოტსონი, Nomad Studio-ის დამფუძნებელი

ჯამშიფესტივალიუმასპონძლებს 20-ზემეტსპიკერსდა 30-მდესესიას.

ჯამში ფესტივალი უმასპინძლებს 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს და გაიმართება 30-მდე სესია, რაც მონაწილეებს მრავალფეროვან და ღრმა პროფესიულ გამოცდილებას შესთავაზებს.

🎟 ბილეთები ფესტივალის ბილეთებზე კვირის ბოლომდე მოქმედებს Early Bird ფასები. შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე: https://touch.ge/touchrgb26

მთავარი პარტნიორები: Holy Motors, Smartsoft

პარტნიორები:

GIPA, Dblock, შვედეთის საელჩო, შატო მუხრანი, Better Group

მედია პარტნიორები: BMG, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Next.on.ge, Marketer.ge, Palitra Media

(R)

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ