„საზოგადოება ივერიისა“ ილია მეორის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოსა და საქრისტიანოს უსამძიმრებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოხატავენ მადლიერებას იმ უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც პატრიარქს მიუძღვის ერის სულიერი აღმშენებლობის საქმეში.
„საზოგადოება ივერიისას“ სახელით ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოსა და საქრისტიანოს.
დასრულდა მისი უწმინდესობის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქა ჯვარცმისა ღმერთისათვის, საქართველოსა და თითოეული ჩვენგანისათვის.
გამოვხატავთ მადლიერებას იმ უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მას მიუძღვის ერის სულიერი აღმშენებლობის საქმეში.
უფალმა აცხონოს მისი ნათელი სული და მოგვანიჭოს ნუგეში მისი მეოხებისა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.