სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გადასვენებისთვის ემზადებიან.
ტაძარში დაფინეს წითელი ხალიჩა, ასევე აღმართეს ე.წ. რკინის ბარიკადები, რომლის მიღმაც მრევლია შეკრებილი.
საპატრიარქოდან ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.