ბაჩო ახალაიას მეუღლე - არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მოწმე არ ჰყავთ, არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ, ალბათ, დავლურს ჩამოუვლიან, ან კალინკას იცეკვებენ პროკურორი და მოსამართლე - მოვუწოდებ კობახიძეს პროცესი ღია და საჯარო გახადოს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ახალაიას დახურული სხდომების გახსნისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი განცხადება ნადარეიშვილმა პროცესის დაწყებამდე გააკეთა. მან ასევე ისაუბრა ახალაიას წინააღმდეგ დაწყებულ ახალ გამოძიებაზე, რომელიც „დამხობის მოწოდებას გულისხმობს”.

„ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, ბრალი არ წაუყენებიათ და ვერც წაუყენებენ, რადგან ეს იყო ადამიანების დაშინების მცდელობა. ის მუხლი, 317-ე რითაც გამოძიება დაიწყეს, ამბობს, რომ მოწოდება საჯარო უნდა იყოს და სახელმწიფო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, არანაირი მოწმე არ ჰყავთ, არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ, ალბათ, დავლურს ჩამოუვლიან, ან კალინკას იცეკვებენ პროკურორი და მოსამართლე. მოვუწოდებ კობახიძეს პროცესი ღია და საჯარო გახადოს",- აცხადებს ახალაია.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

პროცესს ესწრება ბაჩო ახალაია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს