ნიკოლ ფაშინიანი - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს - ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობა მწუხარებით მივიღე. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის ღირებულებებს გამოხატავდა“, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ შეტანილი „დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ყველას მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება“.

„სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს. ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!