საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა სხდომაზე მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, სიონში დაკრძალვა თავად პატრიარქის სურვილი იყო.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.