დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ირანის რეჟიმს „ბოლოს მოუღებს“, ჰორმუზის სრუტეზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებმა უნდა აიღონ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ირანის რეჟიმს „ბოლოს მოუღებს“, ჰორმუზის სრუტეზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებმა უნდა აიღონ.

„საინტერესოა, რა მოხდება, თუ ჩვენ „ბოლოს მოვუღებთ“ იმას, რაც ირანის ტერორისტული სახელმწიფოსგან დარჩა და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მას [ჰორმუზის სრუტე] იყენებენ, ჩვენ მას არ ვიყენებთ, ე.წ. სრუტეზე პასუხისმგებლობას გადავცემთ. ეს ჩვენს ზოგიერთ „მოკავშირეს“, რომლებიც პასუხს არ იძლევიან, სწრაფად მოქმედებას აიძულებდა“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს მას შემდეგ აკრიტიკებს, რაც მათ უარი განაცხადეს მის მოწოდებაზე, რომ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების დასაცავად სამხედრო გემები გაეგზავნათ.

ამასთან, გუშინ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანში სამხედრო წარმატების ფონზე აღარ სურს ნატო-ს ქვეყნების დახმარება და ეს აშშ-ს არც არასდროს სჭირდებოდა.

„ნატო-ს „მოკავშირეების“ უმრავლესობამ შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ არ სურთ ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვა. გაკვირვებული არ ვარ მათი ქმედებით, თუმცა, ვინაიდან ნატო-ს, სადაც ამ ქვეყნების დასაცავად წლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავდით, ცალმხრივ ქუჩად განვიხილავდი - მათ დავიცავთ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვჭირდება. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ასეთი სამხედრო წარმატება გვქონდა, აღარ „გვჭირდება“ ან გვსურს ნატო-ს ქვეყნების დახმარება - არასდროს გვჭირდებოდა! მსგავსად, იაპონიის, ავსტრალიის ან სამხრეთ კორეის. რეალურად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, პრეზიდენტი ვიტყვი, რომ არავის დახმარება არ გვჭირდება!“ - დაწერა ტრამპმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ