საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქოდან გამოასვენეს.
უწმინდესის გამოსვენებას საპატრიარქოსთან ელოდებოდნენ სასულიერო პირები. ასევე ადგილზე შეკრებილია მრევლი.
ამ წუთებში საპატრიარქოდან სამების საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა მიმდინარეობს. უწმინდესის ცხედარს სწორედ სამებაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
პროცესიას წინ მიუძღვებიან სტიქაროსნები, რომელთაც ხელში ჯვრები და დროშები უჭირავთ. ადგილზე არიან, ასევე, სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები, მონაზვნები და ჩოხოსნები.
სამგლოვიარო პროცესია გალობის ფონზე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.
პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.