თემურ ყვითელაშვილი - პატრიარქის გარდაცვალება არის უდიდესი დანაკლისი ქვეყნისთვის, ჩვენ არ დავკარგეთ მხოლოდ სულიერი მამა, ის იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ბრძენი ადამიანი, რომლის ყოველ სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა

პატრიარქის გარდაცვალება არის უდიდესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ არ დავკარგეთ მხოლოდ სულიერი მამა, ის იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ბრძენი ადამიანი, რომლის ყოველ სიტყვას დიდი ძალა ჰქონდა , - ამის შესახებ მუსიკოსმა თემურ ყვითელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თემურ ყვითელაშვილის თქმით, ილია მეორე იყო კარგი დიპლომატიც.

„ის იყო ძალიან კარგი დიპლომატიც, რისი მეშვეობითაც ძალიან ბევრი საქმე რეგულირდებოდა ქვეყანაში, აბალანსებდა ძალიან კარგად. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი და ვთვლი, რომ ძალიან დიდხანს ჩვენ კიდევ გვექნება უკმარისობის გრძნობა. უწმინდესი ყოველთვის იქნება ჩვენთან, ყოველთვის ილოცებს ჩვენს ქვეყანაზე“, - განაცხადა თემურ ყვითელაშვილმა.

მუსიკოსის თქმით, ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ საქართველოს ეკლესიაში ილია მეორეს ხაზი და მისი დამოკიდებულება უნდა გაგრძელდეს.

„[პატრიარქის შემდეგ] რა თქმა უნდა, შეიცვლება ყველაფერი, უბრალოდ მთავარია ის, რომ გაგრძელდეს ის ხაზი და დამოკიდებულება, როგორც უწმინდესი საუბრობდა და გვარიგებდა, რასაც ის ქადაგებდა. თუ ეს ხაზი გაგრძელდება, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა თემურ ყვითელაშვილმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს