ორგანიზატორების ინფორმაციით, 21 მარტს  თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი საპროტესტო მარშები აღარ ჩატარდება

ორგანიზატორების ინფორმაციით, 21 მარტს  თბილისში, ხოლო 22 მარტს ქუთაისში დაგეგმილი საპროტესტო მარშები აღარ ჩატარდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 მარტს - თბილისში, ხოლო 22 მარტს - ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება.

ამის შესახებ ნათქვამია მარშის ორგანიზატორების განცხადებაში.

“ვუერთდებით ჩვენი ერის მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორეს გარდაცვალების გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უქმეებზე, 21 მარტს - თბილისში, ხოლო 22 მარტს - ქუთაისში დაგეგმილი მარშები აღარ ჩატარდება", - ნათქვამია მარშების ორგანიზატორების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.