სენატორები და კონგრესმენები - ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, რომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციებს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, “ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: “ქართული ოცნება” ქართველ ხალხს მათ მძიმე ბრძოლაში მოპოვებულ თავისუფლებას ჰპარავს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ“ აქცევს.

„ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ თავის ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, რომ საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ამ ანგარიშის რეკომენდაციებს. უნდა მოვითხოვოთ, რომ მათ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მოხსნან ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, და გაიწვიონ არადემოკრატიული და უსამართლო კანონები”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია), ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), და სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია).

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში