არაბული და ისლამური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

არაბული და ისლამური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ერ-რიადში გაიმართა, სადაც მათ ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული იერიშები დაგმეს.

„მინისტრებმა დაგმეს ირანის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე, ნავთობის ობიექტებზე, აეროპორტებზე, საცხოვრებელ კომპლექსებსა და დიპლომატიურ შენობებზე განზრახ განხორციელებული თავდასხმები. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი თავდასხმების გამართლება არ შეიძლება და დაადასტურეს მათი სახელმწიფოების უფლება, რომ გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი თავი დაიცვან“, - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

შეხვედრაში მონაწილეობა აზერბაიჯანის, ბაჰრეინის, ეგვიპტის, იორდანიის, ქუვეითის, ლიბანის, პაკისტანის, კატარის, საუდის არაბეთის, სირიის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!