„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.

დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887):

თბილისიდან გასვლა: 21:00; ბათუმში ჩასვლა: 02:22

ბათუმიდან გამოსვლა: 08:45; თბილისში ჩამოსვლა: 13:44

თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871):

თბილისიდან გასვლა: 09:10; ფოთში ჩასვლა: 14:45

ფოთიდან გამოსვლა: 17:20; თბილისში ჩამოსვლა: 22:54

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877):

თბილისიდან გასვლა: 18:30; ზუგდიდში ჩასვლა: 00:40

ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35; თბილისში ჩამოსვლა: 14:44

რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801)

თბილისიდან გასვლა: 08:00; ბათუმში ჩასვლა: 13:12

ბათუმიდან გამოსვლა: 16:50; თბილისში ჩამოსვლა: 21:49

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803):

თბილისიდან გასვლა: 17:10; ბათუმში ჩასვლა: 22:22

ბათუმიდან გამოსვლა: 08:00; თბილისში ჩამოსვლა: 12:59

თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873)

თბილისიდან გასვლა: 17:30; ფოთში ჩასვლა: 23:00

ფოთიდან გამოსვლა: 07:10; თბილისში ჩამოსვლა: 12:39

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869)

თბილისიდან გასვლა: 08:15; ზუგდიდში ჩასვლა: 14:25

ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10; თბილისში ჩამოსვლა: 23:19

თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953)

თბილისიდან გასვლა: 08:25; ოზურგეთში ჩასვლა: 15:37

ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35; თბილისში ჩამოსვლა: 14:44

თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#618/617)

თბილისიდან გასვლა: 06:35; ბორჯომში ჩასვლა: 10:48

ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30; თბილისში ჩამოსვლა: 20:50

თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#686/685)

თბილისიდან გასვლა: 18:45; ბორჯომში ჩასვლა: 22:58

ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50; თბილისში ჩამოსვლა: 10:10

თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6413/6414)

თბილისიდან გასვლა: 07:10; გარდაბანში ჩასვლა: 08:16

გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30; თბილისში ჩამოსვლა: 09:39

თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6415/6416)

თბილისიდან გასვლა: 19:00; გარდაბანში ჩასვლა: 20:06

გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20; თბილისში ჩამოსვლა: 21:29

ბილეთების აღება შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!