არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი - 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

22 მარტს, სავარაუდოდ, მთავარი წირვა აქ შესრულდება, წესის აგებაც აქ შესრულდება და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაკრძალვამდე მრევლს 24 საათის განმავლობაში ექნება სამებაში მისვლისა და უწმინდესთან მიახლების შესაძლებლობა.

„კიდევ ერთხელ მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების გამო. მოგეხსენებათ, კვირას მოხდება დაკრძალვა სიონის საპატრიარქო ტაძარში და მანამდე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს 24 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, რომ მობრძანდეს. ძალიან კარგი იქნება თუ მანქანის გარეშე წამოვლენ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ, მანქანებით ვინც მოდიან. ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოვიდნენ და რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ, ერთ საათში ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მის უწმინდესობასთან მიახლებას.

როდესაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ბრძანდებოდა სამების საკათედრო ტაძარში, სწორედ იმ პრინციპით ხდება - ცენტრალური შესასვლელიდან ორ დიდ ნაკადად შედიან ადამიანები და ახლოს უწევთ მის უწმინდესობასთან მიახლება.

22 მარტს სავარაუდოდ მთავარი წირვა აქ შესრულდება, წესის აგებაც აქ შესრულდება და ამის შემდეგ მოხდება სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა. მსოფლიო პატრიარქსაც ველოდებით და პროტოკოლით როგორც არის წესი, მსახურება ისე შესრულდება“,- განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

მან პატრიარქთან ურთიერთობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი მღვდლად კურთხევა სწორედ უწმინდესის ინიციატივა იყო.

„ბევრი კარგი რამ შემიძლია გავიხსენო და თავად უწმინდესის ინიციატივა იყო ჩემი მღვდლად კურთხევა, თავად უწმინდესმა თქვა, რომ მღვდლად უნდა ვეკურთხებინე და ეს დღე არის ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული. ასევე, ერთი წელი იყო თითქმის გასული და დამიძახა ხარების დღესასწაულზე და არქიმანდრიტის წოდება მომანიჭა. მე მიხარია, რომ მასთან ურთიერთობა მქონდა წლების განმავლობაში.“- განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც