ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში დონალდ ტრამპის წარმომადგენელს შეხვდა

ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში დონალდ ტრამპის წარმომადგენელს შეხვდა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან გამართა.

ლუკაშენკომ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ კოულთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავდა.

„ორმხრივ საკითხებს განვიხილავთ, საელჩოების ნორმალური მუშაობიდან დაწყებული ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მსგავსი სასამართლო მუხლები არ არსებობს. ასევე, ეკონომიკური საკითხები და სანქციები. რუსეთისა და ჩინეთის საკითხი არ განიხილება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, გასულ წელს ლუკაშენკოსა და კოულს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ ლუკაშენკომ ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, ხოლო აშშ-მა ბელარუსულ ავიაკომპანია Belavia-სა და ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!