ვიქტორ ორბანი - ევროკავშირში პროუკრაინულ გადაწყვეტილებებს მხარს არ დავუჭერ, ვიდრე „დრუჟბას“ ნავთობსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება

ევროკავშირში პროუკრაინულ გადაწყვეტილებებს მხარს არ დავუჭერ, ვიდრე „დრუჟბას“ ნავთობსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთის პოზიცია მარტივია.

„ჩვენ მზად ვართ, უკრაინას მხარი დავუჭიროთ, როგორც კი მათ მიერ დაბლოკილ ნავთობს მივიღებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, სხვა ვარიანტი არ აქვს და მხარს არ დაუჭერს უკრაინისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას.

„ეს პოლიტიკური თამაში ან ხუმრობა არ არის. ზელენსკიმ უნდა გაიგოს, რომ ეს თამაში არ არის. უნგრეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნავთობი მივიღოთ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!