ევროპარლამენტის ვაჭრობის კომიტეტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის ვაჭრობის კომიტეტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპარლამენტის ვაჭრობის კომიტეტში შეთანხმებას მხარი 29 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

ევროკავშირსა და აშშ-ის შორის 2025 წლის ივლისში მიღწეული სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ევროკავშირიდან ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს, ახლა კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეგზავნება.

ცნობისთვის, სავაჭრო შეთანხმების შესახებ ევროპარლამენტის ვაჭრობის კომიტეტში კენჭისყრა მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა გამართულიყო, თუმცა გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის ფონზე და მის მიერ ახალი ტარიფების დაწესების შემდეგ, კომიტეტმა კენჭისყრა რამდენჯერმე გადადო.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!