რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ესტონეთმა საგარეო უწყებაში რუსი დიპლომატი დაიბარა

რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ესტონეთმა საგარეო უწყებაში რუსი დიპლომატი დაიბარა, - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს და მას 18 მარტს რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს.

„დარღვევაზე რეაგირება იტალიის საჰაერო ძალების ქვედანაყოფმა მოახდინა და ესტონეთის უსაფრთხოებას საფრთხე არ დამუქრებია“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა „სუ-30“-ის ტიპის გამანადგურებელმა საჰაერო სივრცე კუნძულ ვაინდლოოსთან ახლოს დაარღვია და ესტონეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით ერთი წუთით იმყოფებოდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!