ბათუმში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ბრალდებულებისა და მათი ახლობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

მანამდე, დაცვის მხარემ ყველა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორმა ლაშა ლოლუამ კი განმარტა, რომ დაკავებულთა შორის არიან პირები, რომლებიც წარსულში მძიმე დანაშაულში იყვნენ ბრალდებულები. სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და განმარტა, რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებებს განადგურების საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე აღნიშნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი არ აქვთ.

წინასასამართლო სხდომა 5 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

„ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებულები არიან: გია ლაზიშვილი, ირაკლი ბაგრატიონი, რომან სურმანიძე, გოჩა სანიკიძე, ენრიკო დავითაძე, თემო როგავა, ირაკი ქათიბაძე, ირაკლი ცინცქილაძე, ლევან გორგილაძე, რამაზ ჭანიძე, მირზა მხარაძე, ხვიჩა გოგიტიძე, ენრიკე შაინიძე, მინდია ქარცივაძე, რეზო მიქელაძე.

ცნობისთვის, სპეცოპერაციის შედეგად, აჭარაში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში ბრალდებული 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია.

დაკავებულთაგან 17 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. მათ შორის 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად. კიდევ ერთ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში