პროკრედიტ ბანკი და EBRD-ი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 10 მილიონი აშშ დოლარის რისკის გაზიარების პროგრამას იწყებენ

პროკრედიტ ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს რისკის გაზიარების მექანიზმის (RSF) შესახებ შეთანხმებას, რომლის მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარამდეა და საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ეს არის პირველი RSF შეთანხმება EBRD-სა და პროკრედიტ ბანკს შორის და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. ინიციატივა კომპანიებს დაეხმარება ინვესტიციების ზრდაში, საქმიანობის გაფართოებასა და მოდერნიზაციაში.

პროგრამის ფარგლებში EBRD -ი შერჩეულ სესხებზე საკრედიტო რისკის ნაწილს გაიზიარებს, რაც პროკრედიტ ბანკს შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს დაფინანსება ადგილობრივი კომპანიებისთვის. ეს მოიცავს როგორც გაფართოების პროექტებს, ასევე მწვანე ინვესტიციებს, ტექნოლოგიურ განახლებებსა და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებებს. რისკის გაზიარების მექანიზმი ბანკს საშუალებას მისცემს შესთავაზოს დაფინანსება ზრდაზე ორიენტირებულ უფრო ფართო ბიზნეს აუდიტორიას.

პროგრამა ასევე მოიცავს EBRD-ის საკონსულტაციო კომპონენტს, მეწარმეების ტექნიკური მხარდაჭერასა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, რაც ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესზე მეტად მორგებული ფინანსური პროდუქტების შეთავაზებაში, რისკების მართვის გაუმჯობესებასა და სექტორული ექსპერტიზის გაძლიერებაში დაეხმარება.

1999 წლიდან პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ძლიერი პარტნიორი და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერია. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ ბანკს მინიჭებული აქვს ყველაზე მაღალი შესაძლო საკრედიტო რეიტინგი საქართველოში BB+, რაც პროკრედიტის ძლიერ ფინანსურ პოზიციასა და პასუხისმგებლიან რისკის მართვის კულტურას ასახავს.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!