Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში

2025 წელს საქართველოს რეიტინგის 4-ქულით დაეცა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში, - ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი.

“საქართველოში მთავრობის წინააღმდეგ დიდი მასშტაბის პროტესტები, რომლებიც 2024 წელს დაიწყო, 2025 წელს გაგრძელდა იმის მიუხედავად, რომ დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალისა და არასათანადოდ მოპყრობის წინაშე იყვნენ. მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის ოპონენტები განიცდიდნენ ფიზიკურ თავდასხმებს, შევიწროებას და ახალ საკანონმდებლო შეზღუდვებს, რომელთა მიზანია, საჯარო საქმეებში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისთვის ხელის შეშლა. ქვეყნის რეიტინგი 4 პუნქტით შემცირდა”, - ნათქვამია ანგარიშში.

Freedom House აღნიშნავს, რომ 2025 წელს საქართველოს თავისუფლების რეიტინგის ვარდნა ყველაზე დიდი იყო ევრაზიის რეგიონში.

„საქართველოში პროფესორები, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი მთავრობისადმი, თანამდებობებიდან გათავისუფლების რისკების წინაშე იყვნენ, რაც მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის უფრო ფართო ძალისხმევების ნაწილია, რომ საკუთარი პოლიტიკური კონტროლი საგანმანათლებლო სისტემაზე განავრცონ. დამატებით, “ქართული ოცნების” მთავრობამ საპარლამენტო კომისია შექმნა ოპოზიციის წევრების გამოსაძიებლად და დააპატიმრა ისინი, ვინც უარი თქვა მონაწილეობაზე, და ზოგიერთს პატიმრობა მიუსაჯა მოგონილი ან შეთხზული ბრალდებებით. ამ ზომებმა წვლილი შეიტანეს წლის განმავლობაში საქართველოს რეიტინგის 4-ქულიან ვარდნაში, რაც ყველაზე დიდი იყო ევრაზიის რეგიონში”, - ნათქვამია ანგარიშში.

პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ საქართველოზე უარესი ვარდნა (რომელმაც 4 ქულა დაკარგა) 2025 წელს განიცადეს მხოლოდ გვინეა-ბისაუმ (8 ქულა), ტანზანიამ (7 ქულა), ბურკინა-ფასომ (5 ქულა), სალვადორმა (5 ქულა) და მადაგასკარმა (5 ქულა).

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ