პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრისკენ მსვლელობით მიემართებიან

ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან სამების ტაძრის მიმართულებით პატრიარქის ნათლულები მსვლელობას მართავენ.

მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებიან. ნათლულებს სიმბოლურად ხელში თეთრი ვარდები უჭირავთ.

ნათლულები პატივს მიაგებენ გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პატრიარქი ჩემი ნათლიაა. საქართველოსთვის მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბევრი იბრძოლა. სულ ჩვენთვის ლოცულობდა და იმიერშიც სულ ჩვენთვის ილოცებს“, - განაცხადა პატრიარქის ერთ-ერთმა ნათლულმა.

ინფორმაციისთვის, პატრიარქის ინიციატივით პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. ამ დროისთვის, კათოლიკოს-პატრიარ ილია მეორეს 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!