ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფაზე - სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი არ ასრულებს თავის სიტყვას, მინდა გავიმეორო: ჩვენ ამას შევასრულებთ, ამა თუ იმ გზით

ევროკავშირი, უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, 2026-2028 წლებში უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს მაინც გამოუყოფს.

შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი არ ასრულებს თავის სიტყვას. თუმცა, მინდა გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი კიევში: ჩვენ ამას შევასრულებთ - ამა თუ იმ გზით, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის გადაწყვეტილება 2025 წლის დეკემბერში მიიღო.

„ერთი პირობა იყო - სამი ქვეყანა [უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი] სესხში არ მიიღებდა მონაწილეობას. ეს პირობა შესრულებულია. ამიტომ, მოდით, ჩვენი პოზიცია ნათლად განვსაზღვროთ“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი რთული გამოწვევების წინაშე დგას.

„დიახ, ჩვენ წინაშე რთული ამოცანებია, მაგრამ დღეს ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 19 მარტს, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი ვეტოს მოხსნაში ვერ დაარწმუნეს. ორბანმა გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის ხელსაყრელ არცერთ გადაწყვეტილებას არ განბლოკავს მანამ, სანამ მილსადენ „დრუჟბას“ საშუალებით რუსული ნავთობის ტრანსპორტირება არ განახლდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!