პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორეა დასვენებული, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მიდიან.

ცოტა ხნის წინ პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.

სამებაში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც.

პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო შს ყოფილმა მინისტრმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ მღებრიშვილმაც.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!