2025 წლის IV კვარტალში მშპ-ს მოცულობა 28 820.7 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 820.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი პროცენტული ცვლილება 2025 წლის IV კვარტალში 5.8 პროცენტით განისაზღვრა.

„2025 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (22.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.4 პროცენტი), განათლება (17.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (11.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (8.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (6.2 პროცენტი). კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.5 პროცენტი)

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.6 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.0 პროცენტი), მშენებლობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4 პროცენტი) და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტლების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით.

გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტლის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტლების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2026 წლის ნოემბერში 2025 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2025 წლის კვარტალური მაჩვენებლები.

შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 16 ნოემბერს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება